ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

უკვე ერთი საათია, სასტუმრო “ბილტმორში” ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
ყრილობაზე ორ საკითხს განიხილავენ, ესენია- ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა.
საქართველოს ნაკრების წევრის ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, ძიუდოისტებმა ყრილობაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიებზე, რის შედეგადაც ყრილობა დატოვეს.
დარბაზთან, სადაც ყრილობა მიმდინარეობს, კერძო დაცვის სამსახურის “ალგანის” თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ძიუდოს ფედერაციაში უკვე რამდენიმე კვირაა დაპირისპირებაა. ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები