აეროპორტის დასახლებაში ახალი კაპიტალური გზა მოეწყობა

აეროპორტის დასახლებაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, შალვა ჭანკვეტაძის გამზირზე კაპიტალური გზა მოეწყობა.

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, სანდრო შანშიაშვილის ქუჩისა და შალვა ჭანკვეტაძის გამზირის კვეთიდან „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციულ შენობამდე, 7 000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტობეტონის ორფენიანი საფარი იგება. გზასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობაც.

აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად გაეცნო.

პროექტის საერთო ღირებულება 380 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები