ჟურნალი “მასწავლებელი” 10 წლის გახდა

საინფორმაციო,  საგანმანათლებლო, მეთოდური  რესურსი, ჟურნალი “მასწავლებელი,” 10 წლის გახდა.  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 10 მაისს, 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ჰოლი დეი ინში” საზეიმო მიღება გაიმართება.

საზეიმო მიღებაზე  შეჯამდება 10 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, მიღწეული  შედეგები და პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები (ჟურნალი „მასწავლებელი“, ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, მასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნები, სამეცნიერო – რეფერირებადი ჟურნალი „განათლების მეცნიერება“) გამოიფინება.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, ვინც ამ დროის განმავლობაში ქმნიდა საგანმანათლებლო რესურსებს მასწავლებლებისთვის, განათლების  სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის,  მოსწავლეებისთვის და პოპულარიზაციას უწევდა მასწავლებლის პროფესიას.

ჟურნალი „მასწავლებელი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო-საგანამანათლებლო რესურსია და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში, მასწავლებლისათვის ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდებას ემსახურება.  ჟურნალი „მასწავლებელი“ საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცემა საჩუქრად.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები