მარტვილის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.

ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი (128 პრიმა 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 128 პრიმა 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 53 პრიმა 2 მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით), რომლებიც საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე ითვალისწინებენ.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები