თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), იუმაშევის (ნაწილობრივ) და მეკოკიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის, ლილოს დასახლების IV და V კვარტლების, ლილოს დასახლების და გოკიელის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის და ალექსანდრე მანაგაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, სტანისლავსკის (ნაწილობრივ), სამტრედიის, ბალის, მირცხულავას, წყალტუბოს, ტრანსპორტის და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ), საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის და ზდანევიჩების ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის და შანდორ პეტეფის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები