ბაიკერ კლუბი Invictus Georgia დაარსდა

ნატახტარში, ბაიკერ კლუბ Invictus Georgia-ს გახსნის ცერემონია ოფიციალურად გაიმართა.
Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ სტუმრებს კლუბის წევრები წარუდგინა.
როგორც „პირველს“ Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ უთხრა, კლუბში 21 კაცია გაწევრიანებული.
„ჩემი სამეგობროს იდეა იყო, რომ კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. ბიჭები კლუბის წევრები არიან. კლუბში გაწევრიანებულია 21 კაცი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ევროპული მოდელის მოტო კლუბი „აიემსისის“ სტატუსით. ჩვენთან ერთად აქ იმყოფებიან სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენი კლუბის სახელწოდება Inviktusi დაუმარცხებელს ნიშნავს“,-აღნიშნა თამაზ მაჩაიძემ.
„პირველს“ ბაიკერ კლუბის სამომავლო გეგმებზე ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კუხიანიძე ესაუბრა.
„ჩვენი კლუბი ორიენტირებულია ქველმოქმედებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უპატრონო და თავშესაფრის არმქონე ბავშვებს დავეხმაროთ. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ჩავატაროთ მოტოფესტივალები და დავნერგოთ სწორი მოტოკულტურა საქართველოში“,- დასძინა ირაკლი კუხიანიძემ.
კლუბის პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ ცერემონიის დასასრულს წევრებს Invictus Georgia-ს წარწერით ჟილეტები გადასცა.
კლუბის დაარსების ცერემონიაზე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები