ვაკის პარკში ვალერი კვარაცხელია დააკავეს

სამართალდამცველებმა, ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის გამო, სამი პირი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს, რომლებმაც წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამივე მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ნიკა შაყულაშვილი და ვალერი კვარაცხელია.
ვალერი კვარაცხელიას დაკავების შესახებ ინფორმაცია, მედიაში სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ „ძალა ერთობაშიამ“ ვაკის პარკთან გამოთქვა პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ–ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა, კვარაცხელიას, საპასუხოდ, კვერცხი ესროლა, რის შემდეგაც ორივე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები