საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ისკო დასენი რუმინეთის ავიაკომპანია „ტარომის” წარმომადგენელს და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აეროპორტების გაერთიანების წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას თბილისი-ბუქარესტის და ქუთაისი-ბუქარესტის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხები წარმოადგენდა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხები, ერთი თვის წინ, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ბუქარესტში ვიზიტისას გადაწყდა.

„დღევანდელი შეხვედრა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიგეგმა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ბუქარესტში სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით. რუმინეთის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განვიხილეთ და ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველო-რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გამოიკვეთა. დღეს შევხვდით რუმინეთის ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც შეხვედრები უკვე გამართეს თურქული კომპანია „ტავის” და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებთან. ფაქტიურად ყველა დეტალი გადაწყვეტილია და პირდაპირი ავიაფრენების დაწყებას ივლისიდან ველოდებით”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა დაესწრო.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები