ირაკლი კობახიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებთან ერთად,  ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„დღეს არის მსოფლიო უდიდეს ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მინდა მივულოცო ეს დღე ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. ვუსურვებ მათ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის კეთდება ბევრი რამ, თუმცა საქართველოს პარლამენტი მზად არის განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენ ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები