გიორგი მარგველაშვილმა 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

გიორგი მარგველაშვილმა 9 მაისი ომის ვეტერანებს მიულოცა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები.

გიორგი მარგველაშვილმა 9 მაისს კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე უწოდა და აღნიშნა, რომ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა.

“დიდი მადლობა და პატივისცემა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა აი ამ დიდი გამარჯვებისთვის და ალბათ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა აღფრთოვანდეს და იამაყოს ამ ადამიანების ღვაწლით.  მათდამი პატივისცემა და ყურადღების გამოხატვა ჩვენ თვითონ მოგვანიჭებს პატივს და ჩვენთვისვე არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები