„აშშ მოითხოვს, დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების დროებით ჩაკეტვას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, აშშ მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება.
„აშშ შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ამას გარდა, აშშ მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შვიდ მაისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ორი დღით დაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები