გულია გოცირიძის ინიციატივით, თვალის დაავადებების უფასო გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით,  მოქალაქეებისთვის თვალის დაავადებების უფასო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქცია კლინიკა „ახალ მზერაში“ გაიმართა, სადაც ოფთალმოლოგებმა პაციენტებს გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კონსულტაცია გაუწიეს.

მოქალაქეებისთვის ჩატარდა რეფრაქციული ანომალიების კორექცია (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) LASIK მეთოდით, რომელიც მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. ასევე მათ გაიარეს შემოწმება მხედველობის სიმახვილის განსაზღვრაზე,  სათვალის შერჩევაზე, თვალშიდა წნევის გაზომვაზე, თვალის ფსკერის დათვალიერებაზე, კატარაქტაზე, რეფრეაქციული მანკებსა და გლაოკომის დიაგნოსტიკაზე.

„მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, როგორც ზრდასრულ ასაკში ასევე მოზარდებში მეტად აქტუალურია. ეს გამოკლევაც სწორედ ამგვარი დაავადებების გამოსავლენად ტარდება. იმედს ვიტოვებ, რომ დროული და საფუძვლიანი შემოწმებით, ჩვენ მრავალი ადამიანის დახმარებას შევძლებთ“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები