თბილისის საკრებულოში მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მხატვარ ანდრო კანდელაკის (1916-1988წწ) მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. გა,პფენას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, მხატვარ ანდრო კანდელაკის შვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„მეორე მსოფლიო ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო. გადავწყვიტეთ, ეს გამოფენა მიგვეძღვნა ყველა გმირისთვის, ვინც იბრძოდა ამ ომში,“- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულოსთვის დიდი პატივია ასეთი გამოფენის მასპინძლობა.

„9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით მივაგებთ პატივს ამ თარიღს. ძალიან საინტერესო ფორმატია და მოხარული ვარ, რომ სწორედ საკრებულო მასპინძლობს ამ გამოფენას”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ანდრო კანდელაკი ქართველი მხატვარი, ილუსტრატორი, ომის მხატვარი და კარიკატურისტი ოყო.  ის მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი 20-მდე ნამუშევარი სწორედ ომის პერიოდშია შესრულებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები