საკრებულოს წევრები „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობას გაეცნენ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელს, გიორგი ბაიდარაშვილს მოუსმინეს. ფონდის დირექტორმა დეპუტატებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ფონდის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის შემდეგ საკრებულოს და ფონდის წარმომადგენლები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ტაბიძის ქუჩა N18-ში სადარბაზოების რესტავრაციის, დადიანის ქუჩა N34-ში, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მმართველი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები ხარისხობრივად მაღალ დონეზე განხორციელდეს. სწორედ ამიტომ ვატარებთ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს და ვფიქრობ, რომ ისტორიული უბნის განვითარების მიმართულებით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო პროექტები გვექნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს წევრებმა „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს ძველ უბანთან მიმართებაში უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები