ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავენ. ფრაქცია “ქართული ოცნება- კონსერვატორების” წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, შეხვედრა გამართეს ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონულ დირექტორთან სტეფან ნიქსთან.

„IRI პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.  საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდგომ,  პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ საქმიანობაში განსაკუთრებული როლი ენიჭებათ”,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა IRI-სა და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შორის თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესზე,  ახალ “სამშვიდობო ინიციატივასა” და საქართველოში მოქმედი რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე.

ვიზიტი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფიციალური მოწვევით ხორციელდება და მოიცავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში და კვლევით ორგანიზაციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები