საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ოფისის მისამართი შეიცვალა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ოფისის მისამართი შეიცვალა.
2018 წლის 8 მაისიდან, ორგანიზაცია ბელიაშვილის N 142 -ში (ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარე) აგრძელებს მუშაობას.
მათივე ცნობით, ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა.
ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფას და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, ასევე სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარებას უწყობს ხელს.
ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.
აღნიშნული ასოციაცია არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატში დელეგაციის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები