N51 სკოლაში საქველმოქმედო აქცია: „ხელოვნება-ზრუნვისა და თანადგომისთვის“  გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია: “ხელოვნება ზრუნვისა და თანადგომისთვის” გაიმართა. მოსწავლეთა ნახატებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების საქველმოქმედო გამოფენასა და კონცერტში მონაწილეობა  N51 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა მიიღეს.

საქველმოქმედო აქციიდან “ხელოვნება-ზრუნვისა და თანადგომისთვის” შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერ საბანკო ანგარიშზე. სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქციის ყველა მონაწილეს ერთსულოვნებისთვის.  აქციის პარტნიორია –  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა (დირექტორი ლია გორგაძე), საინფორმაციო მხარდამჭერი – kvira.ge.

სკოლა საზოგადოებას  თანადგომისკენ მოუწოდებს. ირაკლი მურჯიკნელსა და ნატა არავიაშვილს დახმარება ესაჭიროებათ.

8 წლის ირაკლი  მურჯიკნელს ლეიკემიის მწვავე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მიმღები: გიორგი მურჯიკნელი. ანგარიშის ნომერი: GE41BG0000000738395500

16 წლის ნატა არავიაშვილი კი მეოთხე სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. მიმღები: რამაზ არავიაშვილი. ანგარიშის ნომერი: GE41TB7756045061100078

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები