უცნობმა პირებმა „შტადლერის“ მატარებლის ვაგონი მოხატეს – ვანდალური ფაქტი „ვაგზალზე“

თბილისში, რკინიგზის სადგურში ვანდალური ფაქტი მოხდა. უცნობმა პირებმა „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელის ერთ-ერთი ვაგონი სრულად მოხატეს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

„გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო  მიეცემიან პასუხისგებაში“,- აცხადებენ რკინიზგაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები