თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45- ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 45- ე კმ-ზე ასფალტის დაზიანების გამო შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ჩაინგრა გზის ასფალტის საფარი ღერძულა ხაზზე დაახლოებით 1მეტრი დიამეტრის სიგრძის. არსებობს საშიშროება საფარის უფრო დიდი ნაწილის ჩანგრევისა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ დილიდან საპროექტო ჯგუფის მიერ მოხდება დაზიანებული მონაკვეთის შესწავლა, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდება საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები