ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში საქართველოს სარჩელი უახლოეს დღეებში შევა

საქართველო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა უკვე სრულდება და დოკუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეგზავნება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტატუნაშვილს ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც მისი ექსპერტიზა გაჭიანურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები