მარნეულში მკვლელობა მოხდა – 21 წლის მამაკაცის ცხედარი ორმოში იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიფ-გოჯალოში, 21 წლის ნამაზ ვალიევის ცხედარი ორმოში იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მწყემსმა მინდორში აღმოაჩინა.

გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 5 მაისს, სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა სასტიკად არის მოკლული. მოკლულის ბაბუის თქმით, ის ე.წ. “აბრეზით” მოკლეს.
“5 მაისს საღამოს მას დაურეკეს და სახლიდან გავიდა, 6 მაისს შეგვატყობინეს რომ მოკლული იყო. თითქმის მთელი სოფელი დაიკითხა, მაგრამ არავინ არაფერი იცის, არც მე მსმენია, რომ ვინმესთან პრობლემა ჰქონოდა. არ მუშაობდა და არც სწავლობდა, ძირითადად ჩვენ გვეხმარებოდა სახლის საქმეებში. ის საძოვარ ადგილას იპოვა მწყემსმა. ე.წ.„აბრეზით“ მოკლეს”, – ამბობს მოკლულის ბაბუა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, 108-ე და 236 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები