პარლამენტმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა 1 თვის ვადით გადადო

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის საკონსულტაციოდ კიდევ ერთი თვით ვადის გაგრძელება გვსურს”, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა და ამ ფონზე ამ კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

„ვატყობთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. დაპირისპირების საკმაოდ მძლავრი ტალღა შეიქმნა. დღეს რამდენიმე განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თითქოს ეს ფატალური შედეგი კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლიდან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე ვთხოვ ინიციატორებს, იქნებ გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება და კიდევ ერთი თვით საკონსულტაციოდ გავაგრძელოთ ვადა კანონის განხილვისათვის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები