სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდი (www.gcaa.ge) მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე 2 მაისს განხორციელებულ კიბერშეტევას უწყების საქმიანობის შეფერხება არ გამოუწვევია. ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში,  სისტემაში სარეზერვო ფაილების ჩატვირთვა განხორციელდა. აგრეთვე შაბათს დილიდან, შეუფერხებლად მუშაობს სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მომხდარ ფაქტზე ოპერატიული რეაგირების შედეგად, მყისიერად განხორციელდა ოპერატორების, მათ შორის ავიასაწარმოების, ქართული და უცხოური ავიაკომპანიების, აეროპორტების და საშუამავლო კომპანიების ინფორმირება. სააგენტოს მიერ, ავიასაწარმოებზე ზედამხედველობა, საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემა და სხვა მომსახურებების გაწევა უწყვეტად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები