თბილისის მერია “სითი პარკთან” არსებული დავისთვის იურისტების დაქირავებას აპირებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის არსებულ დავაში სიახლე არაფერია.

თუმცა, კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერია კომპანიის წინააღმდეგ არსებულ დავისთვის იურისტების დაქირავებას აპირებს.

„სითი პარკთან“ დაკავშირებით სიახლე არაფერი არ არის. მათ აიყვანეს იურისტები, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს“, – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „სითი პარკმა“ მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება „სითი პარკის“ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები