“ახალგაზრდების გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები, შესაძლოა, „სინთეზურ ჰეროინს“ უკავშირდებოდეს”

ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ბოლო დროს ახალგაზრდების გარდაცვალების და ინტოქსიკაციის შემთხვევები უშუალოდ „მეფედრონის“ მოხმარებას უკავშირდება, არ შეიძლება.

როგორ ზურაბ სიხარულიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის კლინიკური ნიშნები, რომლებიც საავადმყოფოში შეყვანილ ადამიანებს აღენიშნებათ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ “მეფედრონის” – ე.წ. აბაზანის მარილის მიღების შედეგად გამოვლენილიყო.

ნარკოლოგი ეჭვობს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ე.წ. სინთეზურ ჰეროინთან.

„დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რომ ეს არის კონკრეტულად „მეფედრონი“. ჯერჯერობით არ ვიცით ექსპერტიზის მონაცემები, თუ რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.

კლინიკური ნიშნები რაც გამოვლინდა, ერთმანეთს ემთხვევა – რაღაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოაქტიური ნივითიერების მიღებიდან, გარკვეული დროის შემდეგ, ღამე, ძილში დგება ლეტალური შედეგი. ერთადერთი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, სასწრაფო-გადაუდებელი განყოფილების ექიმებთან გვქონდა კომუნიკაცია და ისინი აღწერენ, რომ ადამიანებს, რომლებიც საავადმყოფოში მოხვდნენ, საუბარია დაახლოებით 8 ადამიანზე, აღენიშნებოდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გონების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა და ასე შემდეგ. ეს კლინიკური სურათი არაფრით შეესაბამება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ,,სტიმულატორების ჯგუფის მოხმარებას, რომელსაც მიეკუთვნება „მეფედრონი“. ეს უფრო ჰგავს ძლიერმოქმედი ოპიატის ან ძლიერმოქმედი საძილე საშუალებების მოქმედებას, ვინაიდან სიკვდილი დგება სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რაც ჩვენ ვიცით. კლინიკური ნიშნები სწორედ მიუთითებს იმაზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს „სინთეზური ჰეროინი“ ანუ კარფენტანილი, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში და არის ეპიდემია ამის მოხმარების“, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ ნივთიერებას „თეთრ ჩინელსაც“ ეძახიან და მისი ზედოზირებით, დაახლოებით, 60-დან 65 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ნარკოტიკის მოხმარება გახანგრძლივებული მოქმედების არის და მიღებიდან ზუსტად 24 საათის შემდგომ სუნთქვის უკმარისობას იწვევს, ანუ მისი პირველი ტალღა არის ეიფორიული და შემდგომ დგება ძილიანობა“, -,აღნიშნა სიხარულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები