ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-“ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნება

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-„ბლექ სი არენას“ მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

„19 მაისს, Black Sea Arena-ზე,  იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს  თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი  „შტადლერის“ (Stadler Kiss)  ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ. დამატებითი რეისის მიხედვით: მატარებელი თბილისიდან 14:10 წუთზე გავა და  „Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 წუთზე ჩავა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან  თბილისის მიმართულებით,  00:05 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 წუთზე ჩამოვა“,- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები