კახა ბექაური: „მედია წიგნიერების მიზანია გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს“

„მედია წიგნირების მთავარი ამოცანა არის, რომ ერთის მხრივ გვყავდეს მაღალკვალიფიციური მედია, რომელიც შექმნის ხარისხიან მედია პროდუქტს და მეორეს მხრივ გვყავდეს სწორად ინფორმირებული მომხარებელი რომელიც გააკეთებს სწორ არჩევანს“,-ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა იმედის ეთერში გააკეთა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით თანამედროვე ეპოქაში როდესაც მულტიმედიური პლატფორმები ყოველდღე ვითარდება, როცა ყალბი ახალი ამბების და პროპაგანდის რისკები ძალიან დიდია, მეორეს მხრივ კი ხარისხიანი მედია პროდუქტის დეფიციტია მედია წიგნიერება ერთადერთი ინსტრუმენტია ამ პრობლემების გასადაჭრელად.
„საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის მომხარებელი, სწორად ინფორმირებული მოქალაქე. მედია წიგნიერების მიზანია გვყავდეს კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს. ვინაიდან ინფომირებული მოქალქე ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასევე არჩევნების დროს“,- განაცხადა კახა ბექაურმა იმედის ეთერში.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით გარდა ამისა პროექტი მედია მენეჯერებს დაეხმარება სწორად გადაეწყონ ახალ გამოწვევებზე და თანამედროვე ტექნოლოგიები ეფექტურად დანერგონ.
„დღეს როცა დიდ მედია საშუელებებსაც არ აქვთ განვითრებული მულტიმედია პალტფორმები და ჩამორჩებიან მომხარებლის მოთხოვნებს აუცილებელია ამ მიმართულების განვითარება. მაშინ როცა ბიზნეს მოდელი თანამედროვე ეპოქაში სრულად იცვლება მედია მენეჯრებისთვისაც იცვლება რეალობა. კლასიკურ მედიაში სადაც დალაგებული იყო ყველაფერი, მედია მენეჯერმა იცოდა რომ საკუთარ დროს და პროდუქტს ყიდდა მომხარებელზე და სარეკლამო ბაზარზეც სხვა ალტერნატივა არ იყო, დღეს რეკლამამ გადაინაცვლა ინტერნეტ პლატფორმებზე, სადაც აბსოლუტურად სხვა ტიპის პროდუქტებია საჭირო რეკლამის მისაღებად ვიდრე ეს კლასიკურ მედიაშია. ამიტომ მედია მენეჯერებმა უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით მიიღონ ინფორამაცია რომ სწორად აითვისონ ინტერნეტ რეკლამა და არ დაკარგონ ეს ბაზარი, სწორედ ამაში დაეხმარება მათ მედია წიგნიერების პროექტი“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები