ბორჯომში, პლატოს ტეროტორიაზე, ტყის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამცხე- ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომში, პლატოს ტეროტორიაზე, ტყის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. რომლის მიზანიც, ზიანის მომტან მწერთან – მბეჭდავ ქერქიჭამიასთან ბრძოლა და ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები. ნერგების დარგვა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები 300 ჰა-მდე ფართობზეა დაგეგმილი და ეტაპობრივად ხორციელდება. მოზარდ-აღმონაცენის დაცვის მიზნით, ტერიტორია შეღობილია, ხოლო გასულ წელს საპროექტო ტერიტორიაზე 25 000-მდე ნერგი დაირგო.
„ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი – თორნიკე გავაზავა გაეცნო. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს.
ტერიტორია, დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად, სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისად, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები