სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ორი ახალგაზრდის ცხედარი, რომელთა გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია განიხილება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ცხედრებს ამჟამად შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.

მათივე ინფორმაციით, გვამების დათვალიერება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ნიმუშების აღება. სწორედ ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი.

დღეს ორი ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებლებში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მათ სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ.

შსს მათი გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები