დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა

„დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია, თუმცა, ჩვენ, ქართველებს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალშaი ევროგაერთიანების სრულფასოვანი წევრები გავხდებით,“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც რიყეზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს ყოველდღიურად უახლოვდება. „მნიშვნელოვნად იზრდება ვაჭრობა – მხოლოდ პირველ სამ თვეში ვაჭრობა ევროკავშირთან 28 პროცენტით გაიზარდა. ყოველწლიურად ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი ეხმარება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად პატარებისთვის იყო შექმნილი. იქვე მუშაობდა ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ვორქშოფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, ციფრული ხატვის კუთხე. გარდა ამისა, სპეციალურად ფუნქციონირებდა უსინათლოთა საინფორმაციო კუთხე, ხოლო აქტივობების თარგმნა შესაძლებელი იყო ჟესტურ ენაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო საბავშვო ვორქშოფში მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები