ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძესთან ერთად, ვახშამს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ოფიციალურ ვახშამზე ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და ქვეყნებს შორის მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, რეგიონში დემოკრატიით გამორჩეული ქვეყნის სტატუსი აქვს და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მხარეები, ბოლო ხანს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დელეგაციების ურთიერთობების და კომუნიკაციის შესამჩნევ გააქტიურებას მიესალმნენ და სამომავლო ურთიერთობების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები