პრეზიდენტი: ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღვწის, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი

„ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღვწის, რათა შედგეს თავისუფალი საქართველო, თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

“გილოცავთ ევროპის დღეებს. ევროპელებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო შეუერთდება მას და ევროპული კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში – ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში შენარჩუნების თავისუფლება. ჩვენ, ბუნებრივად, ამ კულტურის ნაწილი ვართ და მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღვწის, რათა შედგეს თავისუფალი საქართველო, თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას უწევენ საქართველოს. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ნათლად იქნება ნაჩვენები ჩვენთვის სასიხარულო დღეს, 26 მაისს, როცა ჩვენს ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად, თამამად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები