იანოშ ჰერმანი: ვხედავ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, რომლებიც გვერდიგვერდ ფრიალებენ და იმედი მაქვს, რომ მალე ეს იქნება ერთიანი სივრცე

“მე ვხედავ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, რომლებიც გვერდიგვერდ ფრიალებენ და იმედი მაქვს, რომ მალე ეს იქნება უკვე ერთიანი სივრცე”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ჰერმანმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს და ევროკავშირის დროშებზე ისაუბრა და ღონისძიებაზე მისვლისთვის ყველა სტუმარს მადლობა გადაუხადა.

“მეორე მსოფლიო ომის დღეები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპა არის განათლების კონტინენტი და მას შემოესია ბარბაროსები, მაშინ ევროპა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ომის შემდეგ, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცემოდა და სწორედ ევროკავშირის შექმნა იყო ეს პასუხი. როცა ვამბობ ევროპის კონტინეტს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელ წევრ სახელმწიფოებს. მე მინდა, ხაზი გავუსვა, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზარზე. მე ვხედავ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რომლებიც გვერდიგვერდ ფრიალებენ და იმედი მაქვს, რომ მალე ეს იქნება უკვე ერთიანი სივრცე. მე მინდა გითხრათ, რომ არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა ევროკავშირის გარეთ, სადაც ევროკავშირის დროშაზე გამოსახული ოქროსფერი ვარსკვლავები ასე შინაურულად გრძნობენ თავს. ეს საქართველოსთან ურთიერთობის აღიარებას გულისხმობს ჩვენი მხრიდან”, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები