გიორგი ბირბიჩაძე ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი ბირბიჩაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და ამავე რაიონის პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო გოგუაძესთან ერთად, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის კედლის მოხატვის პროცესს დაესწრო.

საკრებულოს ცნობით, ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე სკვერის კედელზე შესრულებული ნახატებით წარსულში, აწმყოსა და მომავალში სამი სხვადასხვა დროის ფრაგმენტები გაცოცხლდება.

ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უკვე განახლდა სკამები და ურნები, საბავშვო ატრაქციონების მოედანი, ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი განთავსდა. ამ დროისთვის ეწყობა სავალი ბილიკები და პანდუსი. გარდა ამისა, სკვერი გამწვანდება და განათდება. ამასთანავე, ვაკის რაიონში სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სულ, გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 8 სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები ამ დროისთვის 4 მისამართზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები