კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო

თბილისის მერი – კახა კალაძე ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო. ტურნირი თბილისის მერიის მხარდაჭერით, 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით იმართება და მასში 32-მდე ქვეყნის 88 წამყვანი პროფესიონალი ჩოგბურთელი ქალი მონაწილეობს. მათი უმეტესობა მსოფლიოს საუკეთესო ორასეულის მონაწილეა.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მსგავსი ტურნირების ჩატარება თბილისის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„თბილისის საერთაშორისო ტურნირი იმართება, რაც მისასალმებელია. სპორტსმენები, დაახლოებით, 32 ქვეყნიდან არიან ჩამოსული. ასეთი ტურნირები თბილისის განვითარებისთვის და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეხმარებით ჩოგბურთის ფედერაციას და ხელს ვუწყობთ, რომ ბევრი ასეთი ტურნირი ჩატარდეს დედაქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა მონაწილეებისა, ჩემპიონატს საერთაშორისო მწვრთნელები და თანმხლები პირები (ჯამში, 250 ადამიანი) ესწრებიან. საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში 20 მდე ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს. საქართველოში მსგავსი დონის ტურნირი სპორტის ამ სახეობაში პირველად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები