ახმეტის რაიონში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 26 წლის გიგა ტყემალაძეა

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 26 წლის გიგა ტყემალაძეა. როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა, გიგა ტყემალაძე აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა.

მეგობრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი იყო. არსებული ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. მისი ცხედარი ხრამიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები