თბილისის საკრებულოში თემაზე – “თბილისის ისტორიული პარკები და ბაღები“ შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროექტის – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში, თემაზე – “თბილისის ისტორიული პარკები და ბაღები“ შეხვედრა გაიმართა. როგორც “კვირას“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით მოეწყო, საკრებულოს წევრებმა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო ერაძემ მიიღეს მონაწილეობა. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული ბაღების ფოტომასალა გამოიფინა. ასევე, თემასთან დაკავშირებით, მწვანე საფარის გადასარჩენად, საკრებულო პროექტს, „მაკულიტერატურა“ შეუერთდება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ განაცხადა, საკრებულოში მისულ სტუმრებს დღეს თბილისის ისტორიული ბაღების შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. მარიკა დარჩიას თქმით, პროექტი “თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ კვლავაც გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი სახელწოდებით – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, თებერვალში დაიწყო და მიზნად ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, ყველა მსურველისთვის თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები