“არტ არეაში” „ქოლგა თბილისი ფოტო 2018“ გაიხსნა

4 მაისს “არტ არეამ” „ქოლგა თბილისი ფოტო“ ფესტივალს უმასპინძლა. საერთაშორისო ფოტოკონკურსი საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დაიწყო.

„თიბისი ბანკის“ ცნობით, 2018 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები არიან: სებასტიენ ლებანი, ნომინაციაში ერთი კადრი; ქრისტიან ვერნერი, ნომინაციაში რეპორტაჟი; ჯულიო დი სტურკო, ნომინაციაში კონცეპტუალური ფოტოპროექტი; კარლ მანჩინი, ნომინაციაში დოკუმენტური ფოტოსერია; ოლიე ვიტი, ნომინაციაში newcomer award და ხავიერ არსენილიასი, ნომინაციაში მობილური ფოტოსერია.

ნომინაციაში – მობილური კადრი წელს გაიმარჯვა ქართველმა მონაწილემ, დათო ქორიძემ. გამარჯვებულების ფოტოპროექტები იხილეთ ქოლგას ვებგვერდზე: https://www.kolga.ge/#/winners/.

ბანკის ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში, რომელიც 11 მაისამდე გაგრძელდება, ფოტოკონკურსი უმასპინძლებს 18 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას , ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს.

“ქოლგა” უკვე 17 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით ტარდება. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი განაპირობა.

ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი 7 000 აშშ დოლარს შეადგენს. ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგოთ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტონომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს 500$ გადაეცათ.

წელს „ქოლგა თბილისი ფოტომ“ დააწესა სპეციალური პრიზი ქართველი ფოტოგრაფებისათვის – სტაჟირება მილანში, საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში. ეს პრიზი ქართველ ფოტოგრაფ მანო სვანიძეს გადაეცა, რომელიც ფოტოსააგენტო პროსპექტმა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეარჩია: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.

„ქოლგა თბილისი ფოტო 2018“-ის გენერალური პარტნიორი „თიბისი ბანკია“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები