ჩუღურეთის რაიონში 36 სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 36 მისამართზე, სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა სამუშაო პროცესი პირადად დაათვალიერა და რეაბილიტაციის დეტალებს ადგილზე გაეცნო.

„ჩვენი მიზანია, მოსასვენებელი სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტის და კომფორტული იყოს, განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს საბავშვო-გასართობი ატრაქციონების განახლებას. სამწუხაროდ, ხშირია ფაქტები, როცა წინა დღით განახლებულ სკვერში დამტვრეული ინფრასტრუქტურა გვხვდება. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალური მხარდაჭერა მინდა ვთხოვო, რომ ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს რაიონს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეიცვლება, შეიღებება მოსასვენებელი სკამები და ლითონის დეკორატიული ღობეები, შეკეთდება დაზიანებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და გამოიცვლება ურნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები