ნაძალადევის რაიონში, ახალდაბის შესახვევში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
ახალდაბის შესახვევში გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„გამგეობის დაფინანსებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი კორპუსის წყალარინების შიდა ქსელიც შეიცვლება და ასფალტის საფარი ამ მონაკვეთზეც დაიგება.
პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობა და დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“ – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სულ 2 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, 1 300 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს ასფალტის დაგება. კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარი კიდევ 700 კვ.მ ფართობზე დაიგება.