იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იაპონიის საპორტო ქალაქ ფუკუოკაში, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება, ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი – კენიჩი ოჰაში იყო. ქართული ღვინის დეგუსტაციას კი იაპონელი ტოპ-სომელიე – ჰიროში იშიდა უძღვებოდა.

დეგუსტაცია-სემინარს 100-მდე ღვინის პროფესიონალი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენელი დაესწრო. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“ (რქაწითელი სუპერიორი); „შალაურის ღვინის მარანი“ (რქაწითელი, მწვანე); „შუმი“ (ხაზი „იბერიული“ – მწვანე, მუკუზანი); „გიუაანი“ (საფერავი ბარელი) და „ორგო“ (საფერავი).

ღონისძიების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის, შემდგომში კი მისი ექსპორტის გაზრდა იყო. პრეზენტაციის მონაწილე რამდენიმე სტუმარმა მათი რესტორნების მენიუში ქართული ღვინის შეტანის მზადყოფნა იმ დღესვე გამოხატა.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, 73 ათას ბოთლზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 139%-ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები