პანკისის ხეობაში მაშველებმა ხრამში გადავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

პანკისის ხეობაში, ხადორის ტერიტორიაზე, ხრამში ჩავარდნილი 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ხეობაში სანადიროდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მას მთიან ზედაპირზე ფეხი დაუცურდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისელია და პანკისში სტუმრად იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები