მარტვილის კანიონის მაშველებს გადამზადების სპეციალური კურსი ჩაუტარდათ

დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ვიზიტორთა უსაფრთხოების სისტემის სრულყოფისათვის, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, გადამზადების კურსები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის კანიონზე, მაშველებმა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს და უახლესი სტანდარტების, თანამედროვე სამაშველო აღჭურვილობა მიიღეს.

გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, მაშველებს კვალიფიკაციის დამდასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები