კრწანისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის რაიონის, სოფელ კრწანისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძლადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მამაკაცი გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძეა.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, თენგიზ ქუთათელაძე წარსულში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და რამდენიმე წლის წინ პირადი განცხადების საფუძველზე შეიარაღებული ძალები დატოვა.
ამ დროისათვის, უცნობია გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. გარდა ამისა, უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას. შეგახსენებთ, სამსონ ქუთათელაძე, რომელიც რუსთავის ბაზრობის მეწილე გახლდათ საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები