ჯაბა ჯიშკარიანი: ოპოზიციისთვის მიუღებელია თბილისისათვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სიკეთე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა დედაქალაქში მიწისქვეშა პარკირების თემასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პარკირების საკითხია და აუცილებელია მისი მოგვარება, რათა დედაქალაქში საცობები განიტვირთოს და მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.

ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რათა მოსახლეობამ ვერ დაინახოს ის სიკეთე, რასაც თბილისისთვის მმართველი გუნდი აკეთებს.

„საინტერესოა, ამ ყველაფერზე „ნაციონალური მოძრაობა” რატომ არ იღებს ხმას? სად არიან მათი ანგაჟირებული აქტივისტები? სად არიან კოლექტიური ნატა ფერაძეები და ე.წ. „ენჯეოები”, აქ რომ მოგყავდათ და აყვირებდით? მაინტერესებს, რატომ არ ხართ გაკაპასებულები ახლა, როდესაც დედაქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმე კეთდება? თურმე კარგი ყოფილა, როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს საინვესტიციო ვალდებულებით ერთ ლარად გადავცემთ ქონებას”, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, ოპოზიცია პრობლემა აქვს, თუკი მსგავსი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული. დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისისათვის გაკეთებული სიკეთე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები