ირაკლი ზარქუა: ოპოზიციისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილება ქალაქისთვის სასიკეთოა თუ არა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე მიწისქვეშა პარკირების მოსაწყობად კერძო ინვესტორებისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კერძო ინვესტორებისთვის მიწისქვეშა პარკიერების მოსაწყობად ფართის ერთ ლარად გადაცემა არის ყველაზე ოპტიმალური მოდელი, თუ როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორი შეჯერდნენ და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი დადონ.

„აქვე მინდა კითხვა დავსვა, სად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თავის დროზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ინვესტორითვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემაზე რომ გაჰკიოდნენ. და ეს მაშინ, როდესაც ინვესტორს ვალდებულება ქონდა, რომ ამ ფართში მილიონი ლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა. სად არის მელია კუდაგრძელია? რატომ არ ამტვრევს საკრებულოს კარს? როგორც ჩანს, ახლა ბელადს არ აქვს დავალება მიცემული, რომ ამ თემაზე ხმაური უნდა ატეხონ, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ აპროტესტებს საკითხს, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის, ან თანაინვესტირების ფონდის სახელთან არის დაკავშირებული და მათთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული გადაწყვეტილება დედაქალაქისთვის სასიკეთოა თუ არა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები