სუს-ის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სახალხო დამცველის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ რეკომენდაციებზე იმსჯელეს.
სუს-ის უფროსმა სახალხო დამცველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველის მოადგილეები: თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები