აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება

4 მაისს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების შემდეგ სოფლებში:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – ზემო შუხუთი, ლანჩხუთი, ნიგოითი;

ხობის მუნიციპალიტეტი – ძველი ხიბულა, საგვიჩიო, პირველი გურიფული, ზემო ქვალონი, ბია;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – წალენჯიხა, ფახულანი, ობუჯი;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი;

სენაკის მუნიციპალიტეტი – დიდი ხორში, მენჯი;

მარტვილის მუნიციპალიტეტი – ნახუნავო, ვედიდკარი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – დიდი ნეძი, შამგონა, ცაიში, ყულიშკარი, ორსანტია, ნარაზენი, აბასთუმანი;

აბაშის მუნიციპალიტეტი – ქოლობანი, ტყვირი, სუჯუნა, პირველი მაისი, მარანი, კეთილარი;

ხონის მუნიციპალიტეტი – ქუტირი, მათხოჯი, კუხი, ივანდიდი, დიდი გუბი, გოჩაჯიხაიში;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – ცხუნკური, ფარცხანაყანევი, საყულია, პირველი წყალტუბო, მუხიანი, გვიშტიბი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტი – ქუთაისი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტი – ტოლები, საჯავახო, დაბლაგომი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას მიმდინარე წამლობით სამუშაოებთან დაკავშირებით.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განლაგებული, წამლობა საღამოს საათებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები