ბექა ოდიშარია: რატომ დუმს ოპოზიცია, როდესაც მერია დაინტერესებულ პირებს პარკინგის მოსაწყობად მიწის ფართობს ერთ ლარად სთავაზობს

„დედაქალაქში პარკინგის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მყისიერად გადასაჭრელია. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი ხედვა არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი. სწორედ ასე წყდება ანალოგიური პრობლემა მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.

კრწანისის მაჟორიტარი  საპარტნიორო ფონდისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემის ირგვლივ ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

„ე.წ. არასამთავროებისაგან, რომლებიც უფრო პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ და მათ შორის “ნაციონალური მოძრაობისაგან” ორკესტრირებული კამპანია, ახლა  ღიმილისმომგვრელია, რადგან მაშინ დედაქალაქისადმი მათი „თავგადაკლული პატრიოტიზმი“ ნაკარნახევი იყო მხოლოდ იმით, რომ ამ საქმიანობას ახორციელებდა თანამედროვეობის ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელიც დაკავშირებულია “ქართული ოცნების” დაფუძნებასთან. დღეს კი რატომ სდუმს ოპოზიცია, როდესაც მერია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს შესაძლებლობას, ჩაერთოს პროცესში და დედაქალაქში ერთ ლარად მიიღოს მიწის ფართობი პარკინგის მოსაწყობად“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

მისი თქმით, თბილისში მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების ერთ ლარად გადაცემის შესახებ საკითხის საკრებულოს დღევანდელი სხდომაზე  განხილვა  დროული და სწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები