26 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან სპეციალური ინსცენირების ტრანსლაცია შედგება

მთავრობის ადმინისტრაციის ღონისძიებების მენეჯერის თათა სვანიძეს ინფორმაციით, 26 მაისს „პირველი არხის“ ეთერით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისტორიული დარბაზიდან, სპეციალური ინსცენირების ტრანსლაცია შედგება.
როგორც სვანიძემ რადიო „პირველი არხის“ დილის პროგრამა – „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ტრანსლაციის ფარგლებში, პირდაპირ ეთერშივე შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
1918 წლის 26 მაისს, სწორედ 17:10 საათზე, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება ამცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები